საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა წაართვა, პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის რანგში ბოლო სამხედრო აღლუმი ჩაიბაროს. „საქართველო ის ქვეყანა არაა, რომელმაც სამხედრო ძალის დემონსტრირება უნდა მოახდინოს“, - განმარტა თავისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად კი არა, კაბინეტის წევრებთან მოთათბირების შედეგად მიიღო.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა „იზვესტიას“ განუცხადა, „დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია უნდა შეიცვალოს... საჭირო არ არის აქცენტის გაკეთება სამხედრო აღლუმზე. ვის გავაკვირვებთ მსოფლიოში სამხედრო ძალით, ანდა რომელი დიდი გამარჯვებები უნდა ვიზეიმოთ?“, - აღნიშნა მან.
ამასთან, 26 მაისს, როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, „შთამბეჭდავი და ლამაზი დღესასწაულის შემადგენელი სამხედრო კომპონენტიც იქნება“.
„იზვესტიის“ წყაროს ცნობით, 26 მაისს რუსთაველზე სამხედრო აღლუმი ნამდვილად არ ჩატარდება.
![]() |