საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღითი დღე სულ უფრო მეტი ვერსია ჩნდება.
მომხდარის მისეული ვერსია ბერეზოვსკის დაცვის ყოფილმა უფროსმა სერგეი სოკოლოვმა „კპ“-ს გაუზიარა.„ვფიქრობ, იგი მოკლეს. ჯერ ერთი, კატეგორიულად არ მჯერა, რომ ბერეზოვსკიმ თავი მოიკლა. არ დაიჯერებთ, მაგრამ ის ძალიან მიმნდობი იყო, თუმცა ახლობლები აფრთხილებდნენ, რომ ეს ცუდად დამთავრდებოდა. მეორეც, ბერეზოვსკი თავს არ მოიკლავდა იმიტომ, რომ ძალიან განვითარებული ჰქონდა თვითგადარჩენის გრძნობა“.
- ამბობენ, რომ იგი გაკოტრდა...
- არა, ის არ იყო ღარიბი, სიცრუეა, თითქოს სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ავიაბილეთის შესაძენად 5 ათასი დოლარის სესხებას ცდილობდა. ამიტომ ფინანსური კრახის საფუძველზე თვითმკვლელობისა კატეგორიულად არ მჯერა. შემიძლია ვთქვა, რომ ბერეზოვსკი ინფორმაციის მატარებელი იყო და ვვარაუდობ კიდეც, რა ინფორმაციის. ეს ინფორმაცია ზოგიერთი მეწარმისათვის სასიკვდილოდ სახიფათო იყო. პუტინისათვის გაგზავნილი წერილიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, არსებობს. ბორის აბრამოვიჩის პრაგმატიზმი ჩემთვის კარგად იყო ცნობილი და რაკიღა ეს წერილი გაგზავნა ფორმულირებით „მე გავაცნობიერე, რომ მართალი არ ვიყავი“, ამაში არის ემოციისა და სიმართლის წილი.