პოლიტიკა
მმართველი გუნდის დასამარცხებლად ახალი ალიანსი იქმნება ,,ქართულ პარტიასა’’ და ზურაბ ნოღაიდელს შორისაც. ნოღაიდელი ევროპაში რამდენიმე კვირა საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მაგრამ მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ ის პარიზში ექს-თავდაცვის მინისტრს - ირაკლი ოქრუაშვილს რამდენჯერმე შეხვდა.
საქინფორმს ზურაბ ნოღაიდელის თანაგუნდელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, თავიდანვე გაგვანდო, რომ მისი პარტიის ლიდერი ევროპაში სწორედ ირაკლი ოქრუაშვილთან კონსულტაციებისთვის მიდიოდა.