საზოგადოება
აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

abxaziaსაქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახური რფ-ისა და აფხაზეთის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის მონაცემებს აქვეყნებს.

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგი, რომლის მაგნიტუდაც 4.6-4.8 ბალს შეადგენდა, 12 აპრილის ღამეს, 02:31 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სოჭის სამხრეთ-აღმოსავლეთით,  სოხუმიდან 45 კმ-ში, შავ ზღვაში, 5-10 კმ-ის სიღრმეში მდებარეობდა.

როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, რამდენიმე დღის წინ მიწისძვრას ადგილი ჰქონდა ირანსა და აზერბაიჯანშიც.