სამართალი
კონიაკით დატვირთულ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა

traileriსაქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე 30 ტონა კონიაკით დატვირთული ტრაილერი აალდა. ავტომანქანა სომხეთიდან ფოთში მიდიოდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა გაავრცელა, რომლის ცნობით ავტომანქანას ცეცხლი ტექნიკური გაუმართაობის გამო ძრავაში გაუჩნდა. არსებობდა საფრთხე, რომ კონიაკით დატვირთული ტრაილერის აფეთქების შემთხვევაში რუისის გვირაბი დაზიანდებოდა, თუმცა სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადამ ცეცხლის ჩაქრობა ოპერატიულად შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მომხდარის გამო მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია.

შემთხვევის ადგილზე სხვა შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ზარალის მასშტაბებს ადგენენ.