სამართალი
უკრაინიდან მარატ სუხუმსკი გააძევეს

marat-suxumskiსაქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. უკრაინიდან დღეს ქართველი „კანონიერი ქურდის“ ბაგრატ ფანცულაიას დეპორტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „პირველი რადიო“ ავრცელებს. 38 წლის ფანცულაიას კრიმინალურ სამყაროში "მარატ სუხუმსკის" მეტსახელით იცნობენ. უკრაინის დედაქალაქში ის მიგრაციული რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს. განაჩენის მიხედვით, „კანონიერ ქურდს“ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა ხუთი წლით აეკრძალა. ფანცულაია მარტვილის რაიონში დაიბადა. ის კანონიერ ქურდად მოსკოვში 2000-იანი წლების დასაწყისში, სოხუმური და ქუთაისური კლანის გავლენიანმა ე.წ. კანონიერმა ქურდებმა "აკურთხეს".

მარატ სუხუმსკი პატიმრობიდან გასულ წელს გათავისუფლდა. მან 9-წლიანი სასჯელი ძარცვისათვის მოიხადა.

ფოტოზე: აზო გოგოტიშვილი, თეიმურაზ გოგოლაშვილი (წიკო), ბაგრატ ფანცულაია (მარატ სუხუმსკი).