პოლიტიკა
საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პოლიტიკურ პროცესებს.