„გაზპრომი“ უკრაინაში რუსულ ენას ამკვიდრებს
საქართველო, 11 აპრილი,
საქინფორმი. რუსული ჰოლდინგი „გაზპრომი“ უკრაინაში რუსული ენის მხარდაჭერის პროგრამის მონაწილე გახდა. ამის შესახებ „პრავდა.რუს“-ს რფ-ის ელჩმა კიევში
მიხეილ ზურაბოვმა აცნობა. მისი ინფორმაციით, კომპანია გარკვეულ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს.
„უკრაინის ზოგიერთი სკოლა ინფორმაციის წყაროების ხელმისაწვდომობის საშუალებებით რუსი სპონსორების დახმარებით აღიჭურვება. შემატყობინეს, რომ კოლეგები „გაზპრომიდან“ უფრო აქტიურად აპირებენ უკრაინის ჩართვას დისტანციური სწავლების პროგრამაში, მათ შორის, რუსულ ენაზეც“, - განაცხადა ზურაბოვმა.