სამართალი
პატიმართა წამებისთვის ციხის ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

daakavesსაქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. პატიმრის წამების, გაუპატიურებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელები დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ლევან ლეჟავამ, ამავე დაწესებულების დირექტორმა შოთა თოლორდავამ, უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა გიორგი ფარჯანაძემ და პატიმრობის განყოფილების უფროსმა დიმიტრი ჩხეიძემ 2012 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 22.00 საათზე, მსჯავრდებულ პ.ო-ს ამავე დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის სავარჯიშოდ განკუთვნილ ოთახში ხელ-ფეხი შეუკრეს და სასტიკად სცემეს.

უწყების ინფორმაციით, ლევან ლეჟავა და გიორგი ფარჯანაძე უკვე დაკავებული არიან. სამართალდამცავები დიმიტრი ჩხეიძეს და შოთა თოლორდავას ამ დრომდე ეძებენ.