საზოგადოება
ივანიშვილი EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა
EBRDსაქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან ევრობანკის დირექტორთა საბჭოს წევრები მემდუჰ აკაი, ენრიკე ბალი, კლარა კროლი, ჯორჯო ვესელი, ვასილი ლელაკისი, იან მაასი, ჯონათან ოკენდენი, ეოინ რაიანი, იოაკიმ შვარცერი და არტიომ შევალიოვი, საქართველოს გუშინ ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში  დაგეგმილია ევრობანკის დირექტორთა საბჭოს წევრებისგან შემდგარი დელეგაციის შეხვედრები მეწარმეებთან, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ბანკებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

EBRD-1 EBRD-2
EBRD-bolo