პოლიტიკა
ივანიშვილი E-PINE-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა

e-pine-mtavსაქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ E-PINE-ს (ჩრდილოეთ ევროპაში გაფართოებული პარტნიორობის) წევრი ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურის შეხვედრა სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატის – Enhanced Partnership in Northern Europe-ს ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისა და ვილნიუსის სამიტის თემები განიხილეს. ისაუბრეს, აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

იმავე დღეს E-PINE-ს დელეგაცია შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს და სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილს.

e-pine-1
e-pine-2