საზოგადოება
„ბორჯომი“ რუსეთის ბაზარზე ბრუნდება

onishenko-borjomსაქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ქართულ მინერალურ წყალ ,,ბორჯომს“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების უფლება მიეცა. ამის შესახებ „იტარ-ტასის“ ინფორმაციით ,,როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ განაცხადა. მისი თქმით, ,,ბორჯომი“ რუსეთის რეესტრში რეგისტრირებული და რუსულ ბაზარზე დაშვებული პროდუქტია. ონიშჩენკოს განცხადებით, ცნობილი მინერალური წყლის რუსულ ბაზარზე დაბრუნება დაგეგმილზე ცოტა გვიან მოხდა. პირველი პარტია, რომელიც ქართველმა მწარმოებლებმა წარადგინეს, რუსმა ექსპერტებმა დაიწუნეს. ახლახან კი დასრულდა ხელმეორე შემოწმება, რომლის შედეგებიც დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება.

,,ბორჯომი“ მესამე ქართული კომპანიაა, რომელიც 2013 წლის შემოდგომაზე რუსეთის ბაზარზე დაბრუნდება. მანამდე ამისი უფლება ღვინის მწარმოებელ ორ კომპანიას - ,,ქინძმარაულის მარანს“ და ,, დუგლაძის ღვინის სახლს“ მიეცა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მინერალური წყალი ,,ბორჯომის’’ რუსულ ბაზარზე შეტანა 2006 წელს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების გამო აიკრძალა. ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ მოლაპარაკება საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო.