მიწისძვრა ირანში: 37 დაღუპული, 850-ზე მეტი დაშავებული
საქართველო, 10 აპრილი,
საქინფორმი. სამხრეთ-დასავლეთ ირანში, ბუშერში მდებარე ატომური ელექტროსადგურის მახლობლად 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 12 სოფელი მთლიანად დაინგრა, დაიღუპა 37 და დაშავდა 850-ზე მეტი ადამიანი. ძირითად მიწისძვრას 80-ზე მეტი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა.
როგორც იუწყებიან, თავად ატომური ელექტროსადგური არ დაზიანებულა, უსაფრთხოების მხრივ საშიშროება არ არსებობს. ბუშერის ატომური ელექტროსადგური ერთადერთია ქვეყანაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი ბუშერიდან დაახლოებით 90 კმ-ზე მდებარეობდა.