უცხოეთი
სამხრეთ კორეამ რუსეთსა და ჩინეთს დახმარება სთხოვა

1-pomosh-ucxსაქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ რუსეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მიმართა თხოვნით, დახმარება აღმოუჩინონ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან შემდგომი სამხედრო პროვოკაციის შეკავებაში.

„სამხრეთ კორეის მთავრობა ჩინეთსა და რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით კვლავაც ცდილობს დაარწმუნოს ჩრდილოეთ კორეა, შეცვალოს თავისი პოზიცია“, - განაცხადა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა იუნ ბენ სემ და იქვე ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთსულოვნება „ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პროვოკაციული მუქარის“ დაძლევის საქმეში.