სამართალი
"რაც შეეხება საზოგადოების ყველაზე დიდ სირცხვილს – მოსმენებს და შემდგომ სერიალებს, რაც ცხოვრების წესად იყო, ჩვენი ინიციატივაა, რომ ეს ქმედება გახდეს დასჯადი. უნდა დავაჩქაროთ საკითხი, რომ ეს სირცხვილი როგორმე მოვიშოროთ და მომავალში არასდროს, სასამართლოს გარეშე მსგავსი რამ აღარ მოხდეს. მე შიგნით იმაზეც კი მქონდა ომი, რომ იქნებ საერთოდ უარი ვთქვათ მასზე, თუმცა დამარწმუნეს, რომ ეს ქვეყნის უშიშროებასთანაა დაკავშირებული და ყველა ქვეყანა იყენებს სასამართლოს ნებართვით, თუ ეს აუცილებელია. პირადად ჩემთვის ამაზრზენია ყველანაირი ტიპის მოსმენა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, "ტელეფონი საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ სპეცსამსახურები მუშაობას ახერხებდნენ".