სამართალი
„ალბათ, სამხედრო აღლუმისგან თავს შევიკავებთ. ჩემი დამოკიდებულება ასეთია - ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომ სამხედრო ძალა ვაჩვენოთ... ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სამხედრო შეიარაღება, სხვა თემაა, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს ეს 2008 წლის აგვისტოში... ჩანდა, რომ მაგარი მომზადებულები იყვნენ, მაგრამ სამხედრო ძალით ვერ დავიკვეხნით. ვფიქრობ, რომ ეს საჭირო არაა, მაგრამ არ მინდა, ეს პირადად გადავწყვიტო... მინდოდა, რომ 26 მაისი დღესასწაული ყოფილიყო არა მარტო თბილისის - საქართველოსიც. რაც გვყავს გასართობი ჯგუფები, დავანაწილებდით და კარგი იქნებოდა, თუ რამდენიმე რეგიონში აღინიშნებოდა დღესასწაული", - განაცხადა პრემიერმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ტრადიციულად ქვეყანაში სამხედრო აღლუმი იმართება, რომელსაც ქვეყნის მთავარსადალი იბარებს. თუმცა წელს, მთავრობის მეთაურის განცხადებით, ის ქართველმა ხალხმა უნდა ჩაიბაროს. თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ამასწინანდელი დაპირებით, 26 მაისს საქართველოს მოსახლეობას შთამბეჭდავი სანახაობა ელის.