პოლიტიკა
ივანიშვილი: „ჩვენ უნდა დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობა“

1-biZ-saqr-rusსაქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის განვითარება ისე უნდა შეძლოს, რომ, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესები დაიცვას და, ამავე დროს, შეინარჩუნოს მჭიდრო თანამშრომლობა თურქეთსა და აზერბაიჯანთან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა  ცენტრალური ტელეარხებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენ უნდა დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობა. იმედია, რუსეთის ბიზნესის დიდი ინტერესი იქნება საქართველოში და ისინი განახორციელებენ ინვესტიციებს სხვადასხვა სფეროში. პრობლემაა პროექტების სიმწირე. არ არის დიდი არჩევანი, სად გავაკეთოთ ინვესტიცია, მაგრამ ბაზარი ამასაც თავად გადაწყვეტს“, - აღნიშნა ივანიშვილმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების პარალელურად ნატოსთან ურთიერთობის თემასაც შეეხო.

,,როდესაც მე ვგულისხმობ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, მახსენებენ ნატოს და მეკითხებიან, როგორ შეიძლება. ყველაფერიც შესაძლებელია, უამრავმა ქვეყანამ მოახერხა ნატოში გაწევრება და რუსეთთან ურთიერთობაც არ დაუძაბავს, ჩვენც აუცილებლად მოვახერხებთ. პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.