პოლიტიკა
"ზედმეტ სპეკულაციას და კრიტიკას თავი დაანებონ. თუ უმცირესობის ლიდერ პრეზიდენტს არ მოსწონს ახალი ხელისუფლება, მას აქვს უფლება, დაითხოვოს მთავრობა და თუ ახალ მთავრობას პარლამენტი არ დაუმტკიცებს, პარლამენტიც დაითხოვოს“, - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ თუ სააკაშვილი ამ უფლებას გამოიყენებს, ის ამ ფაქტს მიესალმება.
„მათ ახლა კარგი დრო დაუდგათ. მივესალმებით, თუ პრეზიდენტი ამ უფლებას გამოიყენებს. ვკითხოთ საზოგადოებას და ჩვენი ხელისუფლების მიმართ კრიტიკას საზოგადოება უპასუხებს. პრეზიდენტს მითვისებული უფლებები ჩამოერთვა და ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის შიში აღარ აქვს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებს ხელისუფლებას და ამის მაგალითია საერთო სასამართლოების შესახებ კანონიც. „ოპოზიცია სიცრუით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სასამართლო სისტემას დავშლით, ქვეყანას დავაქცევთ. სინამდვილეში ეს რეფორმა თავსებადობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ევროსტრუქტურებთან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.