საზოგადოება
მინისტრის განმარტებით, ეს არ იქნება პოლიტიკური შეფასება, მოხდება კვლევა - თუ როგორ იმუშავა რეზერვმა, რატომ ვერ მოხერხდა სოფლების ევაკუაცია. ირაკლი ალასანიას განცხადებით, დიდ კითხვის ნიშანს ბადებს ისიც, თუ როგორ მოხმარდა რვა მილიარდი ქართულ არმიას და რამ განაპირობა სამხედრო წარუმატებლობა.
ამასთან, თავდაცვის მინისტრი 2008 წელს რუსეთის მიერ ომის დაწყებას ეჭვქვეშ არ აყენებს. ალასანიას თქმით, გამოძიება დაინტერესდება, ჰქონდა თუ არა საქართველოს დიპლომატიური, სახალხო დიპლომატიური და საერთაშორისო რესურსები ომის თავიდან ასაცილებლად.
“საქართველოს, სუვერენული ქვეყნის, წინააღმდეგ რუსეთმა აგრესიული საომარი კამპანია დაიწყო და ოკუპაცია გაუკეთა. ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებდა, მომავალშიც არავინ დააყენებს. ფაქტობრივი მასალა არის ისეთი, რომ ამას წყალი არ გაუვა. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ ეთანხმება ომით შეცვლილ საზღვრებს. მაგრამ ჩვენ მართლაც გვაინტერესებს, რატომ ვერ დაიცვა საქართველომ თავი, რათა მომავალში გვქონდეს რეალური დოქტრინა, რომ აღარ განმეორდეს იგივე”, – აღნიშნა ალასანიამ.