სამართალი
რატი რატიანს დის მკვლელობისთვის გაასამართლებენ

scales-justiceთბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის, მე-10 კორპუსის მე-5 სართულიდან ელენე რატიანის გადმოვარდნასთან დაკავშირებით პოლიციამ მისი ძმა რატი რატიანი დააკავა.

ახლობლები ამბობენ, რომ რატი რატიანს დეპრესია ჰქონდა. და-ძმას შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ელენე რატიანი მე-5 სართულიდან გადმოვარდა. მეზობლების ინფორმაციით, ფანჯარა ინციდენტის დროს გაღებული არ ყოფილა, ფანჯრის მინები კი ჩამსხვრეულია. სავარაუდოდ, მინები ელენე რატიანის გადმოვარდნის დროს ჩაიმსხვრა. ამასთან, გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, ხელებდასისხლიანებული რატი რატიანი. სავარაუდოდ, ძმამ ელენე რატიანი ჯერ დაჭრა, შემდეგ კი ფანჯრიდან გადმოვარდა. შემთხვევა წუხელ, დაახლოებით, პირველ საათზე მოხდა. ელენე რატიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.