უცხოეთი
საქართველოს დელეგაცია პოლონეთში გაემგზავრა

1-polsha-ucxსაქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით 8 აპრილს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 10 აპრილამდე გაგრძელდება, დავით უსუფაშვილი სენატის თავმჯდომარე ბოგდან ბორუსევიჩსა და სეიმის თავმჯდომარე ევა კოპაჩს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთანაც.