უცხოეთი
პავლიაშვილის განცხადებით, მისმა სიძემ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა და ხელი მოაწერა ქაღალდს, სადაც უკვე დაბეჭდილი იყო ჩვენება.
„ანტონს უთანხმოება ჰქონდა სოსო პავლიაშვილთან. იგი სისტემატურად მოტყუებით სძალავდა ფულს სოსოს. სწორედ ამ ფაქტების გამო მე და სოსომ გადავწყვიტეთ ანტონ ადუაშვილის დასჯა. შესრულება მე ვიკისრე, ფინანსურ დახმარებას კი სოსო მიწევდა“, - განაცხადა ჩხაპელიამ და იქვე აღნიშნა, რომ მათ მიზანს ადუაშვილის მკვლელობა კი არა, ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენდა.