პოლიტიკა
ხელისუფლება ოპოზიციას აშინებს

guguli-mgraze''ქალთა პარტიის'' თავმჯდომარე გუგული მაღრაძე სოზარ სუბარის ძმის - ვახტანგ სუბელიანის დაკავებას აპროტესტებს და მიაჩნია, რომ ეს არის ხელისუფლების მცდელობა, ზეწოლა მოახდინოს სოზარ სუბარზე.

„ვახტანგ სუბელიანის დაკავების მიზეზი არის ის, რომ იგი სოზარ სუბარის ძმაა. ეს არის „გამაფრთხილებელი“ მესიჯი ყველასთვის, ვინც უკვე არის ან აპირებს ამ ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ყოფნას, ეს მთელი საზოგადოების დაშინების მცდლობაა.

თუ ვინმე ოპოზიციაში რამეს გაბედავს და იაქტიურებს, მათ ეუბნებიან, რომ, თუ ჩვენ სოზარის ძმა დავიჭირეთ, ხვალ შენს ნათესავსაც დავიჭერთ, ამიტომ წყნარად და ჩუმად იყავიო“, - განუცხადა საქინფორმს გუგული მაღრაძემ.

''ქალტა პარტიის'' თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ დაწყებულმა უკანონო და პოლიტიკურმა დაპატიმრებებმა, შესაძლოა, მოსახლეობის პროტესტი გამოიწვიოს, რაც უმართავ პროცესებში გადაიზრდება, ამიტომ ხელისუფლებას ურჩევს, მოსახლეობას ისევე მოეფეროს, როგორც არჩევნებამდე ეფერებოდა, თუ უნდა ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია შეინარჩუნოს.