სამართალი
იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი და მთავარი პროკურორის მიზანია, ეს საქმე არ იქცეს საერთაშორისო ტრიბუნალის განხილვის საგნად და აგვისტოს ომი საქართველოში გამოიძიონ.
„ჩემი და მთავარი პროკურორის მიზანია, რომ აგვისტოს ომი გამოვიძიოთ ჩვენ თვითონ. მაგრამ თუ ეს ვერ შევძელით და არ აღმოვჩნდით საკმარისად პროფესიონალები, ან არ გვექნა საკმარისი პოლიტიკური ნება ამისთვის, მაშინ იძულებული ვიქნებით, დავემორჩილოთ ჰააგის პროცესს და ეს საქმე წავიდეს საერთაშორისო დონეზე განხილვის რეჟიმში“, - აღნიშნა წულუკიანმა და დასძინა, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით უნდა წარიმართოს, რათა დაიდოს სრული სურათი იმისა, თუ რა გააკეთა წინა ხელისუფლებამ. მისი განცხადებით, ეს გულისხმობს ამჟამინდელი პრეზიდენტის - რომელიც დაკითხვის მომენტში შეიძლება უკვე აღარ იყოს პრეზიდენტი - და მისი ძალიან ბევრი მაღალჩინოსნის დაკითხვას.