პოლიტიკა
„დაბი ჯგუფი“ საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებს

1-dabi-1საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. არაბული კომპანია „დაბი ჯგუფი“ საქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. „დაბი ჯგუფის" თავმჯდომარე, არაბთა გაერთიანებული საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სათემო განვითარების მინისტრი, შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანი ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად საქართველოში გუშინ, 8 აპრილს, დილით ჩამოფრინდა.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ ეკონომიკის, ენერგეტიკისა და განათლების მინისტრები, ასევე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები. „დაბი ჯგუფის" ხელმძღვანელი საქართველოს შვილებთან ერთად სტუმრობს. 20-კაციან დელეგაციას აბუ-დაბიდან საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ბაჩიაშვილი დახვდნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ დუბაის კომერციული ბანკის თავმჯდომარე საიდ გობაში, საამიროების სადაზღვევო კომპანიის თავმჯდომარე ფადელ ალ დარმაკი და სხვა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.

1-dabi-2