პოლიტიკა
„ნაციონალი ნაცისტები“ სიმბოლიკებს ებრძვიან

sabchota-simbolikaსაპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატების“ წევრ ლევან ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ დღევანდელ მმართველ პარტიასა და კომუნისტებს ნაციზმი აერთიანებთ. ვეფხვაძე ახალ კანონპროექტში გათვალისწინებულ ნორმას, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას, არ ეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიურო დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „თავისუფლების ქარტიის“ განსახილველად შეიკრიბა. აღნიშნული ქარტია საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვასაც გულისხმობს.

ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ საბჭოთა სიმბოლიკის აფიშირება საჭირო არ არის, თუმცა საზოგადოების იმ ნაწილის ინტერესებიც უნდა იქნას გათვალისწინებული, რომლისთვისაც ეს სიმბოლიკა ცხოვრების ნაწილია და მათში გარკვეულ ასოციაციებს იწვევს.