საზოგადოება
“აუცილებელია, რომ დაღუპულთა მშობლებმა დააყენონ ცხედრების ექსპერტიზის საკითხი, ჩვენი ჯარისკაცების უმეტესობას ზურგში აქვს ნასროლი!“

1-aktt-9საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ ნაწყვეტს აფხაზეთის ომის ვეტერანის,  საბრძოლო  ქვედანაყოფ „ავაზას"  მეთაურის,  აგვისტოს ომის მონაწილისა და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი პოლიტპატიმრის, გენერალ ტრისტან წითელაშვილის ექსკლუზური ინტერვიუდან, რომელიც მან საქინფორმის კორესპონდენტ ბაია ამაშუკელს მისცა.

ბაია ამაშუკელი: ინფორმაცია გავრცელდა ჩვენივე მხრიდან მეომრებისა და რეზერვისტების დახოცვაზეც! სანდო წყაროს მოწმობით, მათ  ხელმძღვანელობის დავალებით ესროდნენ ზურგში...

ტრისტან წითელაშვილი: ზუსტად ასე იყო. ეს შეგნებულად გაკეთდა. აუცილებელია, რომ დაღუპულთა მშობლებმა და ახლობლებმა დააყენონ ცხედრების ექსპერტიზის  საკითხი, რადგან ჩვენი ჯარისკაცების უმეტესობას ზურგში აქვს ნასროლი! რომ არა პატრიარქის თავგანწირულ ნაბიჯი, ჩვენ იმ დახოცილ მეომრებსაც ვერ გამოვიყვანდით, რაც შევძელით. ხელისუფლებას ამ ცხედრების გამოტანაც არ უნდოდა ბრძოლის ველიდან, რადგან ეს უკვე მტკიცებულება იყო! ინფორმაცია მაქვს, რომ ყველა ოჯახს ჩამოუარეს და გააფრთხილეს, რომ როგორც კი ექსპერტიზას ჩაატარებდნენ - მოუკლავდნენ მეორე შვილს და ა.შ., როგორც საერთოდ აკეთებდნენ...

ყველა გადმოსვენებული ცხედარი ექსპერტიზისა და დოკუმენტაციის გარეშეა დასაფლავებული. არავითარი საბუთი არ არსებობს! დღესაც შეიძლება ამ ექსპერტიზის ჩატარება! ვიმეორებ, სააკაშვილს უნდოდა მსხვერპლი როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ისე სამხედრო მოსამსახურეებში, და ეს შესანიშნავად დაგეგმა. ასეთი დავალება, როგორც ორმაგ აგენტს, მას გარედან - სპეცსამსახურებიდან ჰქონდა მიღებული!