საზოგადოება
“ამერიკელების ჩამოტანილმა კავშირგაბმულობის სისტემა „ჰარისის“ აპარატურამ ვერ იმუშავა, ქართული ქვედანაყოფები ერთმანეთს უხსნიდნენ ცეცხლს!“

1-aktt-8საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ ნაწყვეტს აფხაზეთის ომის ვეტერანის,  საბრძოლო  ქვედანაყოფ „ავაზას"  მეთაურის,  აგვისტოს ომის მონაწილისა და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი პოლიტპატიმრის, გენერალ ტრისტან წითელაშვილის ექსკლუზური ინტერვიუდან, რომელიც მან საქინფორმის კორესპონდენტ ბაია ამაშუკელს მისცა.

ტრისტან წითელაშვილი: „ამის პარალელურად დაძრული იყვნენ რუსეთის საბრძოლო ქვედანაყოფები და მიმდინარეობდა ბრძოლები. რუსებთან ერთად პირველ, მეორე, მესამე ეშელონებში მოდიოდნენ როგორც ოსური, ისე ჩეჩნური და ჩრდილოკავკასიური შენაერთები. მიმდინარეობდა ტერიტორიების წმენდა! საშინელი სურათი იყო! შეიქმნა ქაოსი, არაორგანიზებულობა, საცობები, პანიკა. აღარ არსებობდა კავშირი ჯარსა და ხელმძღვანელობას შორის.  „ჰარისის“ სისტემის აპარატურამ, რომელიც ამერიკიდან  ჩამოიტანეს, კავშირგაბმულობა ვერ უზრუნველყო და არ იმუშავა. კომუნიკაციის გაწყვეტამ გამოიწვია ის, რომ ქართული ქვედანაყოფები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს უხსნიდნენ ცეცხლს!“.