პოლიტიკა
“რუსეთის მხრიდანაც უკვე სამი გაფრთხილება გვქონდა მიღებული და 9 აგვისტოს, დილით, რუსეთის ქვედანაყოფებმა გადაადგილება დაიწყეს“

1-aktt-6საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ ნაწყვეტს აფხაზეთის ომის ვეტერანის,  საბრძოლო  ქვედანაყოფ „ავაზას"  მეთაურის,  აგვისტოს ომის მონაწილისა და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი პოლიტპატიმრის, გენერალ ტრისტან წითელაშვილის ექსკლუზური ინტერვიუდან, რომელიც მან საქინფორმის კორესპონდენტ ბაია ამაშუკელს მისცა.

ტრისტან წითელაშვილი: „რუსეთის მხრიდანაც უკვე  სამი  გაფრთხილება გვქონდა მიღებული საწყის პოზიციებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში რუსეთი ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერის მიხედვით  იწყებდა მოქმედებას. ხელშეკრულებაში  წერია, რომ მოწინააღმდეგე  მხარისგან ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რუსეთის მხარეს სამშვიდობო კონტინგენტთან ერთად დამატებითი სამხედრო ძალის გამოყენების უფლება  ეძლევა. ბუნებრივია, რუსეთმა ეს გამოიყენა და ხელშეკრულების ჩარჩოში იმოქმედა.

9  აგვისტოს, დილით, რუსეთის ქვედანაყოფებმა გადაადგილება დაიწყეს. ხელისუფლების მიერ ჩამოყვანილი სამხედრო კონტინგენტი კი აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო, მაგრამ მათი გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად მაინც ხომ შეგვეძლო?! ამის სათქმელად  ჩამოვედი შტაბში.“