პოლიტიკა
“ცხინვალის მიმართულებით ქართულმა მხარემ ცეცხლი 2008 წლის 7 აგვისტოს გავხსენით, 8 აგვისტოს დილით უკვე ქალაქში ვიყავით…”

1-aktt-4საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ ნაწყვეტს აფხაზეთის ომის ვეტერანის,  საბრძოლო  ქვედანაყოფ „ავაზას"  მეთაურის,  აგვისტოს ომის მონაწილისა და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი პოლიტპატიმრის, გენერალ ტრისტან წითელაშვილის ექსკლუზური ინტერვიუდან, რომელიც მან საქინფორმის კორესპონდენტ ბაია ამაშუკელს მისცა.

ტრისტან წითელაშვილი: “ცხინვალის მიმართულებით ქართულმა მხარემ ცეცხლი 2008 წლის 7 აგვისტოს გავხსენით. ამ დროისთვის ცხინვალი აბსოლუტურად დაცლილი იყო. 8 აგვისტოს დილით უკვე ქალაქში ვიყავით. ბაზის ტერიტორიაც და ქალაქიც გვეკავა, მაგრამ თავად ქალაქი ცარიელი იყო. დავიკავეთ რამდენიმე ისური სოფელი, სადაც არავის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია - ისინი ცარიელი იყო. ვაკონტროლებდით სამაჩაბლოს ტერიტორიის  რაღაც ნაწილს,  რამდენიმე კილომეტრით სიღრმეშიც გადავიწიეთ და ამ ტერიტორიების გაკონტროლებაც დავიწყეთ.

8 აგვისტოს საღამოს ცეცხლის შეწყვეტისა და შეჩერების საერთო ბრძანება მივიღეთ, რამდენადაც სოფლებში, სადაც  შემდგომ გადაადგილება მოვახდინეთ, ჩვეულებრივ რიტმში  აგრძელებდნენ ცხოვრებას - იყვნენ ბავშვები, ქალები, მოხუცები, და არავინ იყო ინფორმირებული ხელისუფლების მხრიდან საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ! როგორც სამხედრო სპეციალისტი, თავიდანვე  შეშფოთებული ვიყავი საერთო მდგომარეობით...”