უცხოეთი
ნატოს ავიაიერიშის შედეგად 10 ბავშვი დაიღუპა, კიდევ 10 - დაჭრილია!

1-zarubeZom-1საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. ნატოს თვითმფრინავმა აღმოსავლეთ ავღანეთში საჰაერო იერიში განახორციელა. ეს შაბათს საღამოს მოხდა, ერთობლივი სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას, რომელსაც ნატოს ჯარები და ავღანეთის ხელისუფლება ახორციელებდნენ.

მას შემდეგ, რაც ისლამური მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკები შეტევაზე გადავიდნენ და ერთი ამერიკელი მოკლეს, რამდენიმე ავღანელი კი დაჭრეს, ჯარისკაცებმა დახმარება ჰაერიდან მოითხოვეს. ნატოს ძალების ავიაიერიშის შედეგად ავღანეთში 2013 წლის 7 აპრილს ათი ბავშვი დაიღუპა!

ნატოს მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად, ათი ბავშვის გარდა, 8 ბოევიკი და ერთი ქალი დაიღუპა. კიდევ ათამდე ბავშვი და ქალი კი დაიჭრა.

ცნობისათვის: კუნარის პროვინცია, სადაც სპეცოპერაცია ხორციელდებოდა, თალიბების აქტიური საქმიანობის ერთ-ერთი ზონაა. უწინ ნატოს სხვა იერიშის შედეგად ამ რაიონში ასევე შვიდობიანი მცხოვრებლები, მათ შორის 5 ბავშვი, დაიღუპნენ.

1-a-zarubeZom-2
1-a-zarubeZom-3
1-a-zarubeZom-MT