უცხოეთი
ჩრდილოკორეული რაკეტა ომისთვის მზადაა!

1-zarubezh-koreaსაქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. კორეის ნახევარკუნძულზე კრიზისი ომისწინანდელ ფაზაში შევიდა. ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე გადაისროლა ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც მიზნის განადგურება სამხრეთ კორეის, იაპონიისა და წყნარ ოკეანეში მდებარე ამერიკის კუნძულ გუამის ტერიტორიაზე შეუძლია.

საპასუხოდ აშშ-მა სამხრეთ კორეაში მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ მებრძოლი ბატალიონი გაგზავნა და გუამში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსება დაიწყო.

„კომერსანტის“ წყაროების ცნობით, ჩრდილოკორეული რაკეტის მოხვედრა რუსეთის ტერიტორიაზე გამორიცხულია.