პოლიტიკა
„28-29 ნოემბერს დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე პარაფირება მოხდება ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის, რომლის შემდეგაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის შეუქცევადი“, - აღნიშნა მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ ახალ ხელისუფლებას არ სურს, მოსახლეობას შეუქმნას მცდარი ილუზია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების შესახებ, რადგან სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი პერსპექტივა არ არის გამოკვეთილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა იგი 19 აპრილის აქციაში მონაწილეობის მიღებას, მინისტრმა განაცხადა, რომ ამისათვის დრო არა აქვს. „სამწუხაროდ, მე სეირნობის ფუფუნება არა მაქვს, იმიტომ, რომ მაგ დროს უნდა ვიყო ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე ევროპელ პარტნიორებთან და კოლეგებთან. ამინდი კარგი იქნება. ხალხს მიეცემა შესაძლებლობა, ვისაც არ უნახავს ერთმანეთი, გამოეხმაურონ, გამოეცნაურონ ერთმანეთს და ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ამ საზეიმო, სასეირნო განწყობაში ხელი არ შეეშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ადრეც გავაჟღერე და ახლაც მზად ვარ, ურთიერთგაცვლა განვახორციელოთ, იქნებ მათ რაღაც კითხვებზე არ აქვთ პასუხი და ეგებ შევძლო ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, რათა შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ სეირნობის განწყობა შეუნარჩუნდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იარონ, იარონ, იარონ, ამინ!“