სამართალი
კანონპროექტით, გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრება 12 თვით (მოქმედი რედაქციით გაწვევის ვადაა 15 თვე), რაც გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ იქნენ 15 თვის ვადით.
გაწვევის გადავადებად განისაზღვრება პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების - გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო გამოცდების შედეგების შესაბამისად - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე პერიოდიც.