პოლიტიკა
პარლამენტში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გაიმართა
1-elchtan-Sexvedraსაქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტში გუშინ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ლევენთ მურათ ბურჰანთან შეხვედრა გაიმართა. 
თურქ დიპლომატთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების წევრები დაესწრნენ. შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თურქეთის ელჩთან შეხვედრისას მსჯელობა შეეხო ყველა იმ საკითხს, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას შეეხება. მან დაწვრილებით მიმოიხილა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი და სასარგებლო პოტენციალი. საუბარია დამატებით ეკონომიკურ პროექტებსა და დამატებით გამშვებ პუნქტებზე, რომლებიც ტვირთისა და მოქალაქეების გადაადგილებას გააიოლებს. ვმსჯელობთ თურქეთის დახმარებაზე ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში და ველით მათგან მხარდაჭერას. ასევე ვსაუბრობთ იმაზე, რომ თურქეთი სერიოზულად არის დაინტერესებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენითა და კონფლიქტების მოგვარებით. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ყველა საკითხი უშუალოდ დიალოგის გზით გადაწყდება, ისე, რომ ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო იყოს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა.