შსს-მ ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
საქართველო, 5 აპრილი,
საქინფორმი. შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებულების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 5 კილოგრამამდე ოპიუმი, 3 კილოგრამამდე ჰეროინი, 2500 აბი სუბუტექსი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები შესაბამისი წესით გაანადგურა.
სამართალადამცველები, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.
ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.