უცხოეთი
აეროფლოტმა შესაძლოა, იაკუბოვიჩს უჩივლოს

1-iakubovich-ucxსაქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. „აეროფლოტი“ ცნობილი შოუმენის ლეონიდ იაკუბოვიჩის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადების შეტანის შესაძლებლობას განიხილავს. 15 მარტს შოუმენმა ემოციური გამოთქმებით გაუკეთა კომენტარი შერემეტიევოს აეროპორტში  ავიაკომპანიის რეისის შეფერხებას. ეს ვიდეოჩანაწერი  გასულ კვირაში აქტიურად ვრცელდებოდა.

ვიდეოჩანაწერში ცნობილი ტელეწამყვანი, რომელიც მოსკოვი-ხოშიმინის რეისს ელოდებოდა, „აეროფლოტის“ თანამშრომლებს რეისის შეფერხებისა და მგზავრების მიმართ უპატივცემულობის გამო ტუქსავდა.

„აეროფლოტში“ აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია ტელეწამყვანის რეაქცია, რადგან ხსენებული რეისი გადაიდო არა ავიაკომპანიის მიზეზით, არამედ ამინდის გაუარესების გამო.