ბერეზოვსკის წერილი პუტინს აბრამოვიჩმა გადასცა
საქართველო, 4 აპრილი,
საქინფორმი. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე შერისხულმა ოლიგარქმა რფ-ის პრეზიდენტს სამშობლოში დაბრუნების ნებართვა სთხოვა. „ვედომოსტის“ ცნობით, ბერეზოვკის წერილი პუტინს რომან აბრამოვიჩმა გადასცა.
ბერეზოვსკის ახლობლებს შორის კი ამ წერილთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი აზრი არ არსებობს. 31 მარტს ბერეზოვსკის უფროსმა ქალიშვილმა ლიზამ The Independent-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხსენებული წერილის არსებობისა არ სჯერა. ამასთან, ლიზა ბერეზოვსკაიამ დაადასტურა, რომ მამამისს რუსეთში დაბრუნება მართლაც სურდა.