უცხოეთი
ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ის წინააღმდეგ ბირთვული იერიშის რატიფიკაცია გამოაცხადა

1-korea-ucxსაქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ „აშშ-ის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენებით სასტიკი იერიშის რატიფიკაცია მოახდინა“. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ფხენიანის მუქარა სეულის და ვაშინგტონის მისამართით ყოველდღე ტრანსლირდება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიითა და რადიოთი და, ჩვეულებრივ, მხოლოდ განზრახვის დეკლარაციად რჩება.

30 მარტს კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეასთან „ომის მდგომარეობაში შევიდა“. ბოლო დრომდე კორეის ნახევარკუნძულზე მოქმედებდა ზავის ხელშეკრულება, რომელიც 1950-53 წლების ომის დასასრულებლად დაიდო, თუმცა მარტის დასაწყისში ოფიციალურმა ფხენიანმა მისი მოქმედება შეჩერა.