პოლიტიკა
“მან ისეთი ბრალდებები წამოაყენა, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოა. ისიც გასარკვევია, რის საფუძველზეა ეს ბრალდება წამოყენებული. შევეცდებით, რომ ამ მრგვალ მაგიდაზე ყველა დაინტერესებული მხარე იყოს მოწვეული – ექსპერტები არქიტექტურის რესტავრაციის დარგში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები”, - აღნიშნა მიზანდარმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრო რაბათის ციხის ტერიტორიაზე სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, რაბათის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტონ. ამასთან, მერაბიშვილმა კულტურის სამინისტროს მიერ ამ თემაზე დაგეგმილ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვა.