საზოგადოება
თინა ხიდაშელი, თამარ ჩუგოშვილი და თამარ კორძაია შინაგან საქმეთა სამინისტროს პროკურატურაში უჩივიან?!

1-sazod2-chiviliსაქართვეელო, 4 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს დღეს შეიტანს.

როგორც ცნობილია, საია-ს გამგეობის წევრები დღემდე არიან საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე თინა ხიდაშელი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ ჩუგოშვილი და “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევის საარჩევნო ოლქში თამარ კორძაია.

მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, “პრაიმერი” ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს გაარკვიოს - ხიდაშელი, ჩუგოშვილი და კორძაია ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ თუ ემიჯნებიან, საზოგადოებაში კი უკვე ალაპარაკდნენ თინა ხიდაშელისა და შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პიროვნულ მტრობაზე, რაც „ნაცმოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ გასაჯაროებული ფარული აუდიოჩანაწერით მტკიცდება...

ცნობისათვის: საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საია-ს აჭარის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი და აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი, რის შესახებ საქინფორმი უკვე იუწყებოდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მაღალჩინოსანმა პოლიციელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და, ამასთან, მართვის მოწმობა საერთოდ არ ჰქონია. ხოლო აჭარის პოლიციის უფროსი ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საია-ს თანამშრომელი საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში იჯდა, პირველმა მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია - გზა არ დაუთმო  პოლიციელებს, როდესაც ისინი ოპერატიულ დავალებაზე მიდიოდნენ.