პოლიტიკა
ახმედ ზაკაევი: “საქართველოში ჩეჩენი მებრძოლები სააკაშვილის გარემოცვას ჩაჰყავდა“

1-zakaevსაქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. სააკაშვილის გარემოცვას ევროპაში მცხოვრები ჩეჩნები საქართელოში ჩაყავდა და ამზადებდა, რათა შემდეგ მათი ჩრდილოეთ კავკასიაში გადასროლა მომხდარიყო. ეს სენსაციური განცხადება "პირველი რადიოსათვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ჩეჩენმა საველე მეთაურმა ახმედ ზაკაევმა გააკეთა. ზაკაევის თქმით, უახლოეს მომავალში დევნილობაში მყოფი ე.წ. იჩქერიის მთავრობა გამოაქვეყნებს დასკვნას ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ. "ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაიცვლა და მოკლეს რამდენიმე ჩეჩენი მებრძოლი. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩვენმა მთავრობამ გამოსცა ბრძანება, რათა მომხდარიყო ამ ინციდენტის გამოძიება. კომისიამ მუშაობა თითქმის დაასრულა, დოკუმენტი მალე გახდება საჯარო", - განაცხადა ინტერვიუში ახმედ ზაკაევმა.

თავის მხრივ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ახმედ ზაკაევის განცხადებაზე კომენტარისგან თავს იკავებს. ამის შესახებ დიმიტრი შაშკინმა „პირველი რადიოს“ პრესკლუბში განაცხადა.

1-SaSkini

თუ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება და არ არის კიდევ ერთი პროვოკაცია, ჯერ უნდა შევისწავლოთ, დაველოდოთ ზაკაევის ოფიციალურ განმარტებას და შემდეგ ვისაუბროთ. ჩეჩნეთის მხარეს ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ ჰქონდა აბსოლტურად სხვა განცხადება გაკეთებული, - განმარტა შაშკინმა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრს იმედი აქვს, რომ საქართველოში მიმდინარე გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

„სრული სისულელეა მოსაზრება, თითქოსდა საქართველოს მთავრობა წავიდოდა რამე პროვოკაციაზე. ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენ ვიმეორებთ რუსეთის პოზიციას. სწორედ რუსეთი ამბობდა, რომ საქართველო არის ტერორისტების ბუდე, ბანაკი და რომ ჩვენს ქვეყანაში გადიან მომზადებას ტერორისტები და ასე შემდეგ... ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ომი არ დასრულებულა. ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ისევ გრძელდება“, - განაცხადა შაშკინმა.