საზოგადოება
მისივე განმარტებით, აღნიშნული დავალიანების დასაფარად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. ამჟამად ლაპარაკია ბაქოს ქუჩაზე და თბილისის ზღვის დასახლებაში მდებარე ობიექტებზე, ხოლო მომავალში სამინისტრო კიდევ 12 ობიექტში ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დავალიანების დაფარვის საკითხს განიხილავს.
"ჩვენ არ გვაქვს ხარჯვის უფლება მთავრობის ნებართვის გარეშე, ამიტომ ვითხოვთ, რომ რამდენიმე ობიექტისთვის ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის დავალიანება დავფაროთ. საუბარია ბაქოს ქუჩაზე და თბილისის ზღვის დასახლებაში მდებარე ობიექტებზე, რომლებსაც ელექტროენერგია ჩავურთეთ, რადგან მათ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდათ. მოგეხსენებათ, ამ ობიექტებზე გადასახადები დაგროვდა", - აღნიშნა მინისტრმა.