საზოგადოება
იუბილარი ქალბატონი ამ დღეს მისი პოეზიის მოყვარულთ ახალ კრებულს – „ჭრიჭინებს“ – წარუდგენს. საღამოზე ქალბატონი თინათინის ლექსებზე შექმნილი სიმღერების ფონზე პოეტი კვლავაც მოხიბლავს მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გასულ კვირას თინათინ მღვდლიაშვილმა საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში საზოგადოებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის – ზვიად გამსახურდიას – ხსოვნის საღამო აჩუქა.