უცხოეთი
საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. კვიპროსმა „კრედიტორთა სამეულთან“ - ევროკავშირთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ევროპის ცენტრალურ ბანკთან საკრედიტო შეთანხმების მიღწევის შესახებ განაცხადა, რომლის მთავარ პირობად ადგილობრივ ბანკებში არსებულ ყველა დეპოზიტზე 10%-იან გადასახადს ასახელებდნენ. „მემორანდუმს მივაღწიეთ“, - განაცხადა მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხრისტოს სტილიანიდისმა.