უცხოეთი
აშშ სამხრეთ კორეის ბირთვულ ობიექტებს გააკონტროლებს

1-voennie-obiekti-ucxსაქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. სამხრეთ კორეაში აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში შექმნილია სპეციალური სტრუქტურა, რომელმაც საგანგებო გარემოებათა შემთხვევაში ბირთვული ობიექტები უნდა გააკონტროლოს. ეს სტრუქტურა ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს შეიქმნა.

სპეციალურმა ქვედანაყოფმა პირველ რიგში ხელში უნდა ჩაიგდოს ბირთვული კომპლექსი იონბიონში და, ასევე, ურანის გამამდიდრებელი საიდუმლო საწარმოები.

ამჟამად უკვე მზადაა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ბირთვული ობიექტების ხელში ჩაგდების ოპერაციის გეგმა.