ქეთა თოფურიას შოკის მომგვრელი დეკოლტე
საქართველო, 3 აპრილი,
საქინფორმი. ჯგუფ „ა სტუდიოს“ 26 წლის სოლისტი
ქეთა თოფურია საზოგადოებაში მაცდურად შემოსილი გამოჩნდა.
„პრემია მუზ-ტვ 2013“-ის საზეიმო გალა-ვახშამზე, რომლის მიმდინარეობისას პრემიის ნომინანტები დასახელდნენ, ფოტოგრაფების წინ პოზირებდნენ დიმა ბილანი, იანა რუდკოვსკაია, სლავა, იანა ჩურიკოვა, იულიანა კარაულოვა და სხვა ცნობილი სახეები.
თუმცა იმ საღამოს ყველას მზერა „ა სტუდიოს“ მომხიბვლელი სოლისტისკენ იყო მიპყრობილი, რომელიც გალა-ვახშამზე ღრმა დეკოლტიანი შავი კაბით გამოცხადდა.