საზოგადოება
მისი თქმით, “ნაცმოძრაობის“ 90%-სთვის სააკაშვილი უკვე მიუღებელია, რადგან იციან, რომ ეს ადამიანი მათ პოლიტიკურ მომავალს ღუპავს, მაგრამ სუსტები არიან და ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ.
“ჩვენი პირველი მოთხოვნაა - ვადამდელი არჩევნების დანიშვნა! პარალელურად, ნაციონალების იმპიჩმენტს დავიწყებთ და სასამართლოში სარჩელსაც შევიტანთ. ქვეყნისთვის აუცილებელია, ვადამდელი არჩევნები სექტემბერში ან, მაქსიმუმ, 2014 წლის მაისში გაიმართოს.
თუ საქართველო ბიძინა ივანიშვილსაც უყვარს, ეს ნაბიჯი უნდა გადადგას, რადგან არსებული პარლამენტი სამარცხვინოა! იმ მილიონნახევარ ხელმოწერას, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ შევაგროვეთ, ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისკენ მივმართავთ.
იმაზეც შევთანხმდით, რომ წელს, 26 მაისს, მიხეილ სააკაშვილს აღლუმის ჩაბარების უფლებას არ მივცემთ და სააკაშვილის გასამართლების პროცესი სწორედ 26 მაისს დაიწყება!”,- განაცხადა შაშიაშვილმა.