პოლიტიკა
მაისიდან პარლამენტი შესაძლოა, თბილისში დაბრუნდეს

1-parlam-polსაქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის მაისიდან შესაძლოა, თბილისში დაბრუნდეს. გავრცელებული ცნობით, ეს დავალება დეპუტატებმა პრემიერ–მინისტრისაგან მიიღეს. კერძოდ, დედაქალაქში საკანონმდებლო ორგანოს განსათავსებლად ალტერნატიული შენობა უნდა მოიძებნოს, რადგან თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. პარლამენტის  განთავსების ერთ-ერთ ალტერნატიულ ადგილად ეროვნული ბანკის შენობა სახელდება.

„პარლამენტის თბილისში გადასატანად იქ უნდა არსებობდეს შესაბამისი შენობა და, ამავე დროს, კონსტიტუციაში  ცვლილებები უნდა შევიდეს. მოგვიანებით ვიმსჯელებთ, როდის იქნება უპრიანი ამ საკითხს დავუბრუნდეთ, თუმცა პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებული პრობლემა ძალაში რჩება, რადგან შენობა ექსპლუატაციაში მიღებული ჯერაც არ არის და მთავრობასა და პარლამენტს შორის კომუნიკაციაც გართულებულია“, – აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო  კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.