უცხოეთი
საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. ფხენიანის განცხადებით, ის აღადგენს ყველა ბირთვული ობიექტის მუშაობას, რომლებიც 2007 წლის ოქტომბერში კორეის სახალხო რესპუბლიკაში ბირთვული პროგრამის შესახებ ექვსმხრივი მოლაპარაკების შედეგად შეაჩერეს. ამგვარად ფხენიანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად ვარგისი მასალების შემუშავების საშუალება გაეზრდება.